ინოვაციათა ლაბორატორია
ინოვაციების ლაბორატორია წარმოადგენს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის რესურსცენტრს, რომელიც შეიქმნა ერასმუს + პროგრამის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ ფარგლებში
ტრენინგი მოსწავლეებისთვის ინოვაციათა ლაბორატორიაში
მიმდინარე წლის 13 აპრილს, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე არსებულმა ინოვაციათა ლაბორატორიამ ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის, ბათუმის #13 და #22 საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მათემატიკის პედაგოგებს უმასპინძლა. ბსუ-ს ინოვაციათა ლაბორატორიაში მოსწავლე ახალგაზრდები გაეცნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსის CK 12-ს გამოყენების შესაძლებლობებს. 3 საათიანი ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს STEM მიმართულებით ინოვაციური პროექტების დაგეგმვის, საგანმანათლებლო პროცესში სიმულაციების გამოყენების შესაძლებლობები.
ინოვაციური ლაბორატორიის მისიაა
გააძლიეროს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტისა და ინდუსტრიის სექტორის თანამშრომლობა