სასწავლო კურსები

სამგანზომილებიანი მოდელირება და ანიმაცია

კურსის „სამგანზომილებიანი მოდელირება და ანიმაცია“ მიზანია დაინტერესებული პირებისათვის გრაფიკული მონაცემების და ვიზუალური ეფექტების დამუშავების ძირითადი საკითხების შესწავლა. მსმენელებს გააცნოს 3D მოდელირების პრინციპები, სხვადასხვა სახის გრაფიკული ინფორმაციის დამუშავებისა და შექმნის ტექნოლოგიები, მათი გამოყენების შესაძლებლობები ვიდეო და ანიმაციურ გრაფიკაში. გამოუმუშაოს შესაბამის პროგრამულ საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევები. სასწავლო კურსში ბენეფიციარები გაეცნობიან 3D მოდელირების თეორიულ საფუძვლებს და გრაფიკულ ობიექტებთან მუშაობის ისეთ პოპულარულ პროგრამულ საშუალებებს როგორიცაა: უნივერსალური 3D MAX Studio, Zbrush, Blender, SketchUP, Lumion და Twinmotion.

გრაფიკული დიზაინი და ვიზუალიზაცია

გაიარეთ გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი ციფრული ინდუსტრიის ლაბორატორიაში და ისწავლეთ Adobe Photoshop და Adobe illustrator პროფესიონალურ დონეზე. კურსის მიზანია დაინტერესებული პირებისათვის გრაფიკული დიზაინის ძირითადი კონცეფციების შესწავლა და პროგრამული პაკეტების გამოყენების უნარ-ჩვევების პროფესიონალურ დონეზე ათვისება. გრაფიკულ დიზაინს “ვიზუალურ კომუნიკაციას” უწოდებენ. ეს ტერმინი დიზაინის იმ ძალაუფლებაზე მეტყველებს, რომელსაც ინფორმაციის შესაბამის ფორმაში ტრანსფორმაცია შეუძლია: კომპლექსური იდეები შესაძლებელია მხოლოდ ერთი გამოსახულებით გამოიხატოს, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკული დიზაინის დანიშნულებას. დიზაინერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავალ ნამუშევარს ქმნიან, რომელთა მნიშვნელობა ყველა ადამიანისთვის სიტყვების და ტექსტის გარეშეც ადვილად აღსაქმელია.

ვიდეო რედაქტირების-მონტაჟი - Adobe Premier Pro

გაიარეთ ვიდეო მონტაჟის საბაზისო კურსი ციფრული ინდუსტრიის ლაბორატორიაში. კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მონტაჟის რეჟისურასა და შეიძენენ მსფოლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამა – Adobe Premiere Pro-სთან მუშაობის უნარ ჩვევებს. კურსის მიზანია, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, სტუდენტებმა ისწავლონ ვიდეომონტაჟის დროს გასათვალისწინებელი წესები, სრულყოფილად აითვისონ სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე. მიიღონ ვიდეო ფაილების დამონტაჟებისთვის საჭირო თეორიული და ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება. კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან მონტაჟის პრინციპებს და ძირითად კონცეფციებს. გაკვეთილები არის პრაქტიკული ხასიათის, რაც გულისხმობს ყოველი ახალი თემის ახსნისთანავე მის პრაქტიკაში გადატანას.

UI & UX დიზაინის კურსი

გაიარეთ UI & UX დიზაინის სასწავლო კურსი ციფრული ინდუსტრიის ლაბორატორიაში. კურსი მოიცავს იმ ძირითად საკითხებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის. კურსის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან Adobe Experience design-სა და SketchApp-ს, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას. ასევე ექნებათ შესაძლებობა მიიღონ ცოდნა იმის შესახებ თუ რა არის საჭირო ფრილანს კარიერის დასაწყებად, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პლატფორმაზე. ტრენინ კუსი გათვლილია დამწყები UX დიზაინერებისთვის, UI დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ციფრული პროდუქტის შექმნაში (პროდუქტის ოუნერები, პროექტის მენეჯერები და ა.შ.).