სტუდენტთა საყურადღებოდ

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში, რომელიც შეიქმნა ერასმუს + პროგრამის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით – HEIn4“ პროექტის ფარგლებში, 21,22,28,29 მაისს და 4, 5 ივნისს ჩატარდება ტრენინგი  Adobe Premiere Pro-ში.

ტერენინგ – კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ვიდეო ფაილების მონტაჟის რეჟისურას და შეიძენენ პროგრამა – Adobe Premiere Pro-სთან მუშაობის უნარ ჩვევებს.

სასწავლო კურსზე  მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა – 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა – 24 საკონტაქტო საათი. (6 სატრენინგო დღე, დღეში 4 შეხვედრა, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი).

მსმენელებზე გაიცემა სერტიფიკატი. (სერტიფიკატის მისაღებად მსმენელი უნდა დაესწროს სასწავლო კურსია ყველა მოდულს და წარმოადგინოს დასკვნითი პროექტი).

ტრენინგ კურსზე დაშვების წინაპირობაა:

  • ინტერნეტ აპლიკაცეიბთან და ინტერნეტ რესურსთან მუშაობის გამოცდილება
  • რასტრულ და ვექტორულ გრაფიკასთან და შესაბამისი გრაფიკული ფაილების ფორმატებთან მუშაობის უნარები

სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/ivWJZ5PETpMDZR4PA