გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა (WorkShop) თემაზე კიბერუსაფრთხოების შესახებ – კიბერჰიგიენა კიბერ სივრცეში.

როგორც იცით, 2004 წლიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კონგრესმა ოქტომბერი გამოაცხადეს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვედ !!! შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების თვის ფარგლებში საქართველოში ამერიკული კუთხესთან თანამშრომლობით ბსუ-ინოვაციურ ლაბორატორიაში 25 ოქტომბერს გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა (WorkShop) თემაზე კიბერუსაფრთხოების შესახებ – კიბერჰიგიენა კიბერ სივრცეში. შეხვედრა მოეწყო ჰიბრიდულ ფორმატში, სადაც ბსუ-ს სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს, ბულგარეთისა და უკრაინის წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა  მაიკლ ბეიქერი – USAID-Georgia უმცროსი მრჩეველი ამერიკის საელჩოდან და ხათუნა ბუკრაძე – ფულბრაიტის სტიპენდიანტი, ციფრული საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის თანა-თავმჯდომარე.