პორტლანდის უნივერსიტეტის პროფესორის ენდრიუ ნუქსოლის სემინარი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს ფულბრაიტის აკადემიური გაცვლის პროგრამის ფარგლებში პორტლანდის უნივერსიტეტის (აშშ-ი) პროფესორი ენდრიუ ნუქსოლი ეწვია. პროფესორმა ენდრიუ ნუქსოლმა ბსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები. მომხსენებლმა ასევე განიხილა „ეპიზოდური მეხსიერების” მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები.