ინოვაციათა ლაბორატორიაში პირველი ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით –HEIN4- ფარგლებში ბსუ-ში გასხნილი ლაბორატორიის ბაზაზე პირველი 24 საათიანი ტრენინგი Adobe Premiere Pro ჩაატარეს ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ და კომპიუტერული მეცნიერების მეოთხე კურსის სტუდენტმა ხვიჩა თებიძემ.  სასიხარულოა, რომ ტრენინგს ესწრებოდა როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ასევე სხვა უსდ-ბის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც.

სტუდენტებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო, კრეატიული პროექტები, გამოთქვეს მსგავს ტრენინგების გაგრძელების სურვილი.