„ერაზმუს+“-ის HEIN 4 პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორქშოფი „ეკოსისტემები და ტექნოლოგიური მეწარმეობა მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში“ გაიმართა. სამდღიან ვორქშოფს უძღვებოდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დონორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ანა ვაშაყმაძე, სააგენტოს თავმჯდომარის თანაშემწე მაია ლაბაძე და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი სოფო ფაჩულია.
ვორქშოფის ფარგლებში ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ბიზნესისა და მრეწველობის სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის შესაძლებლობის, ეკონომიკის ყველა დარგში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა სხვა საგრანტო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
ვორქშოფის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.