ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით Hein4 ბსუ-ში გაიხსნა ინოვაციების ლაბორატორია.
ლაბორატორიამ ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებში ინოვაციური უნარების, ბიზნეს იდეების განვითარებას, უნივერსიტეტისა და ბიზნესის სექტორის, ინდუსტრიის დაახლოებას. ლაბორატორიის ბაზაზე პირველი 24 საათიანი ტრენინგი Adobe Premiere Pro ჩაატარეს ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ და კომპიუტერული მეცნიერების მეოთხე კურსის სტუდენტმა ხვიჩა თებიძემ. სასიხარულოა, რომ ტრენინგს ესწრებოდა როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ასევე სხვა უსდ-ბის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც. სტუდენტებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო, კრეატიული პროექტები, გამოთქვეს მსგავს ტრენინგების გაგრძელების სურვილი.