20 იანვარს, 19:00 საათზე კომპანია Axon-ის ინჟინერ პროგრამისტთა გუნდმა ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩაატარა ონლაინ სემინარები თემებზე: „პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა არის მეტი ვიდრე კოდირება“ და „რას აკეთებს QA ინჟინერი?“. სემინარი ჩატარდა „ლაივ სტრიმ“-ის სახით „იუთუბ“ და „ტელეგრამ“ არხებზე.
სემინარი გაიმართება „Erasmus +“-ის პროგრამის პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0 -ის მეშვეობით“ – HEIN 4-ის და კომპანია Axon -ის მხარდაჭერით.
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიასთან, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესების, სტუდენტებში პრაქტიკული უნარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავების მიზნით. ფაკულტეტის ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია კომპანია Axon-ი (https://www.axon.dev)/. ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროსთვის საინტერესო პროგრამული პაკეტების შემქმნელი. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების მოზიდვაზე, მათთვის ეფექტური ტრენინგების შეთავაზებასა და დასაქმებაზე.