ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში, რომელიც შეიქმნა ერასმუს + პროგრამის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით – HEIn4“ პროექტის ფარგლებში, 21,22,28,29 მაისს და 4, 5 ივნისს ჩატარდება ტრენინგი Adobe Premiere Pro-ში.
ტერენინგ – კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ვიდეო ფაილების მონტაჟის რეჟისურას და შეიძენენ პროგრამა – Adobe Premiere Pro-სთან მუშაობის უნარ ჩვევებს.
სასწავლო კურსზე მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა – 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა – 24 საკონტაქტო საათი. (6 სატრენინგო დღე, დღეში 4 შეხვედრა, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 1 აკადემიური საათი).
მსმენელებზე გაიცემა სერტიფიკატი. (სერტიფიკატის მისაღებად მსმენელი უნდა დაესწროს სასწავლო კურსია ყველა მოდულს და წარმოადგინოს დასკვნითი პროექტი).
ტრენინგ კურსზე დაშვების წინაპირობაა:
- ინტერნეტ აპლიკაცეიბთან და ინტერნეტ რესურსთან მუშაობის გამოცდილება
- რასტრულ და ვექტორულ გრაფიკასთან და შესაბამისი გრაფიკული ფაილების ფორმატებთან მუშაობის უნარები
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/ivWJZ5PETpMDZR4PA