კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების წარმატება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA),  ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23-29 ოქტომბერს ჩატარდა Data Bootcamp-ი.

7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და კომპიუტერული ხედვის (CV) მიმართულებით.

Data Bootcamp – ში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი და დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებმა გურამ დავითაძემ , თინათინ როდინაძემ და  არჩილ თავდგირიძემ.

პრაქტიკული და თეორიული სწავლება ითვალისწინებდა აგრეთვე მონაწილეების მიერ ბიზნეს იდეებისა და პროტოტიპების წარდგენას და გამარჯვებული გუნდის გამოვლენას. რჩეული გუნდის წევრები, ბსუ-ს სტუდენტები: გურამ დავითაძე და თინათინ როდინაძე, დაჯილდოვდნენ 1000 ლარიანი ვაუჩერით, ისინი ასევე 5 საუკეთესო მონაწილეთა შორის თიბისი ბანკის  მონაცემთა მეცნიერების დეპარტამენტში გაივლიან სტაჟირებას.