როგორც ვიცით, 2004 წლიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კონგრესმა ოქტომბერი გამოაცხადეს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვედ !!! შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების თვის ფარგლებში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში, რომელიც შეიქმნა ერაზმუს+ პროგრამის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით – HEIn4“ პროექტის ფარგლებში, 25,26 და 26 ოქტომბერს კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე „კიბერსივრცე და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები – კიბერმდგრადობა“.
ვორქშოპში მონაწილეობა მიიღო კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებო პროგრამის I-II კურსი სტუდენტებმა. ვორქშოპის დასრულების შემდეგ ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ მონაწილეებს გადასწა სერთიფიკატები.
ვორქშოპზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/QuXy6PUtjtYY7vrM6